ამერიკული ოქროების და რეკორდების დღე

2 აგვისტოს ქართველ გულშემატკივრებს საქომაგო მხოლოდ ერთი სპორტსმენი ჰყავდათ – ლევან ჟორჟოლიანი. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი ერთადერთი იყო ამ სახეობის ქართულ გუნდში, ვისაც წინა ოლიმპიადაზეც ჰქონდა ნაჭიდავები, მაგრამ გამოცდილება წარმატებულ გამოსვლაში ვერ დაეხმარა.
პირველ წრეში ჟორჟოლიანმა გაფრთხილებების ხარჯზე მიღებული ვაზარით აჯობა რუმინელ დანიელ ბრატას, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან ვეღარას გახდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
რაც შეეხება არაქართულ ლონდონურ ამბებს, გუშინ ყველაზე ხვავრიელი დღე ამერიკელებს ჰქონდათ.  აშშ-ს დელეგაციამ 6 ოქროს მედლით გაიხარა, სულ 18 ოქრო დაუგროვდა და ჩინეთს გაუტოლდა. მედლების საერთო რაოდენობით უკანაც მოიტოვა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერცხლის უპირატესობა ჰქონდათ, ლიდერობა მაინც ჩინელებმა შეინარჩუნეს.
რებეკა სონიმ 200 მეტრზე ბრასით ცურვა მსოფლიოს რეკორდით მოიგო.  ამავე დისტანციაზე, გულაღმა ცურვაში, ტაილერ კლერმა ოლიმპიური რეკორდით იმარჯვა, ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა მაიკლ ფელპსმა კი 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში თავისი მე-16 ოქრო გამოიმუშავა. ამასთან, გახდა პირველი კაცი, ერთსა და იმავე დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე რომ გაჩემპიონდა.
რეკორდების ცვენა იყო ამერიკელი კალათბურთელი კაცების თამაში. ნიგერიელები 156:73 გაანადგურეს და ერთ მატჩში დაგროვილი ყველაზე მეტი ქულით, პირველ ტაიმში აღებული ქულებით (78) და ყველაზე დიდი სხვაობით (83) მოგებული თამაშით შევიდნენ ისტორიაში.
არც ოლიმპიადის მასპინძლებს, ინგლისელებს მოუწყენიათ – წინა დღეს მოპოვებულ ორ ოქროს კიდევ სამი წაამატეს. საინტერესოა, რომ ბრიტანელმა ველომრბოლმა კაცებმა მსოფლიოს რეკორდით მოიგეს გუნდური სპრინტი.  მათი 36 წლის ლიდერი კრის ჰოი კი ოლიმპიური ჩემპიონი უკვე მეხუთედ გახდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s