მხოლოდ რაოდენობრივი პროგრესი

1996 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდით და საკუთარი დროშით გამოდის, პირველად მოხდა, რომ წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა.  მიზნის მისაღწევად ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადაზე 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი სჭირდებოდათ, ან ვერცხლის ნაცვლად მინიმუმ 4 ბრინჯაო.
საბოლოოდ ქართულმა დელეგაციამ წინა შედეგებს ხარისხობრივად ვერა, მაგრამ რაოდენობრივად კი გადააჭარბა. ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მოჭიდავეებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რევაზ ლაშხმა და დავით მოძმანაშვილმა ვერცხლი, ხოლო მანუჩარ ცხადაიამ, დავით მარსაგიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაო მიამატეს.  ქართულმა დელეგაციამ საერთო გუნდურ ჩათვლაში მექსიკასთან ერთად 39-ე ადგილი გაიყო.
ცხრილის სათავეში კი რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა. ბოლო – 46-ე ოქროს მედალი თავის ანგარიშზე საკალათბურთო ნაკრებმა ჩაიწერა.  “დრიმ თიმმა” ფინალში საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთი დაამარცხა.
მეორე ადგილზე გასულ ჩინელთა პატივსაცემად ბრიტანულ მოედნებსა და დარბაზებში ჰიმნი 38-ჯერ აჟღერდა. გუნდური მესამე ადგილი კი მასპინძლებმა დაიკავეს, 29 ოქროთი.
ბოლოს კი იყო ოლიმპიადის დახურვის კაშკაშა და ფერადოვანი ცერემონიალი, რომლის დამლევსაც ოლიმპიური ესტაფეტა ბრაზილიურმა რიო დე ჟანეირომ გადაიბარა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s