რა სარგებელი მოაქვს ლუდს ჯანმრთელობისთვის….

ლუდი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია. ღვინის შემდეგ ის ყველაზე უფრო ჯანსაღ სასმელად ითვლება.

ჩვენ ყველას გვსმენია თუ რა სასარგებლოა წითელი ღვინო ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით გულისთვის. ლუდი კიდევ ერთი ჯანსაღი ალკოჰოლური სასმელია ღვინის შემდეგ.

თუ თქვენ ლუდის მოყვარული ბრძანდებით არსებობს მასთან დაკავშირებული რამდენიმე გასაოცარი სარგებელი, რომლის მოტანაც ჩაციებულ სასმელს შეუძლია მხოლოდ ზომიერად მოხმარების შემთხვევაში – აღნიშნავდა გამოცემა BoldSky 31 ივლისს.

ლუდი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს, კერძოდ B2, B12 და B6 ვიტამინებს. ეს ვიტამინები ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის წარმოქმნას.

ჩაციებული ლუდი შეიცავს კალციუმს, რკინას, თუთიას, კალიუმს, სილიციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს და ა.შ. რომლებიც მნიშვნელოვანია სხეულის და ძვლების სიჯანსაღისთვის.

ითვლება რომ ლუდის მოხმარება ადამიანს ასუქებს. თუმცა ლუდი ნახშირწყლებს დაბალი რაოდენობით შეიცავს. ამგვარად, თუ თქვენ დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე იმყოფებით შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კათხა ლუდი ზედმეტი მღელვარების გარეშე.

ჰარვარდის უნივერსიტეტის თანახმად კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულად ერთი ან ორი კათხა ლუდის მოხმარება განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შესაძლებლობის შემცირებას. ეს იმიტომ, რომ ლუდი ზრდის HDL -ის დონეს (მაღალის სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინი, ანუ ე.წ. კარგი ქოლესტერინი).
HDL -ის შემცველობის ზრდა აუმჯობესებს სისხლის ნაკადის გულისკენ მოძრაობას, რაც თავის მხრივ ახდენს გულის ბლოკადის პრევენციას.

ლუდი ასევე შეიცავს  ფოლიუმის მჟავას (წყალში ხსნადი ვიტამინი B), რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კორონარული დაავადებების რისკს.

ლუდი სასმელია, რომელიც აძლიერებს თქვენ ძვლებს. ის შეიცავს კალციუმს, რკინას და სოლიციუმს, რომლებიც ამაგრებენ ძვლებს და აუმჯობესებენ მათი ზრდის პროცესს. ნუ მიირთმევთ ერტ პინტაზე მეტს, თორემ გაიზრდება მოტეხილობის შესაძლებლობა. ტაფის უნივერსიტეტის კვლევები მიუთითებს, რომ ლუდი ამაგრებს ძვლებს მაგრამ ორ კათხაზე მეტის დალევა შეიძლება ძვლებისთვის საზიანო იყოს.

ლუდი სასარგებლოა თირკმლებისთვის. ეს ალკოჰოლური სასმელის ერთ-ერთი საოცარი თვისებაა. შეიძლება გსმენიათ რომ სასურველია ალკოჰოლისვის თავის არიდება, რამდენადაც ის თირკმლებს აზიანებს. მაგრამ ლუდი ის სასმელია, რომელიც დაგიცავთ თირკმლის კენჭებისგან. ლუდი დაახლოებით 90% წყალს შეიცავს რაც ებრძვის დეჰიდრატაციას და გამოდევნის ტოქსინებს თირკმლებიდან. ეს დაგიცათ თირკმლებში კენჭების ფორმირებისგან.

ითვლება რომ ლუდს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პრევენცია. 2005 წელს განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალბატონებს, რომლებიც მოიხმარდნენ ლუდის ზომიერ რაოდენობას (1 კათხა დღეში) გააჩნდათ უკეთესი გონებრივი მდგომარეობა ვიდრე არამსმელებს.

ლუდი ასევე ამცირებს სისხლის წნევას. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ ცხადყო, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება ამცირებს წნევას და ასევე ხელს უწყობს გულის ბლოკადის პრევენციას. არსებობს ლუდის რამდენიმე სახის სარგებელი. ამ ალკოჰოლური სასმელის ზომიერი მოხმარება სასარგებლოა ორგანზმისთვის, მაგრამ როგორც ცნობილია ზედმეტი არაფერი არ ვარგა.

ისიამოვნეთ ლუდით!!!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s