სვია ლუდში – შესანიშნავი დანამატი

სვია (humulus lupulus) ხვიარა მცენარეა, რომელიც იმავე ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც შედის კანაფი და ჭინჭარი.

მიუხედავად იმისა, რომ მის გირჩის მსგავს ყვავილედებს შეიძლება დამამშვიდებელი ზემოქმედება ჰქონდეს და ხშირად გამოიყენება სვიის ბალიშებში, სვია მნიშვნელოვანია ლუდის ხარშვისთვის მასში შემავალი ძირითადი ზეთების გამო, რომლებიც ქმნიან ლუდში შემავალ 250-დან 300-მდე  ბუნებრივ ქიმიურ შენაერთს.

სვიის ასზე მეტი სახეობა არსებობს და მრავალფეროვნების და გავრცელების არეალის მიხედვით მათ შეუძლიათ შემოგვთავაზონ  ყვავილოვანი, მცენარეული, ლიმონმჟავის, ფიჭვისმაგვარი, პიტნის, ბალახის და პიკანტური არომატების მრავალფეროვნება.

ადამიანებს ხშირად უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ სვიის სახეობრივი და რეგიონული მახასიათებლები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ყურძნისა.

სვია ლუდსახარშების მიერ თითქმის ყოველთვის გამოიყენება როგორც დანამატი, ისე, როგორც შეფმზარეულები იყენებენ მწვანილს და სანელებლებს კერძის არომატის ჰარმონიზაციის ან აქცენტირებისთვის.

მომწარო გემოს გამო სვია ასევე იძლევა მადის აღმძვრელ და ალაოს ბუნებრივი სიტკბოს შემასუსტებელ და დამაბალანსებელ სიმშრალეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად სვია ლუდის ხარშვის პროცესში გამოყენებული იყოს სრულიად სხვა მიზნით. ფისის და ძირითადი ზეთების გარდა, რომლებიც განაპირობებენ გამორჩეულ არომატს, გემოს და სიმწარეს, სვიის გირჩები ასევე შეიცავენ ანტიბაქტერიულ ტანინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ლუდის დაწმენდას და შენახვას.

საუკუნეებით ადრე, სანამ ლუდსახარშებს ლუდის გაციების და პასტერიზაციის ტექნოლოგია ექნებოდათ, აღმოჩენილ იქნა, რომ სვიის ყვავილს იშვიათი უნარი აქვს, დაიცვას ლუდი დაძველებისგან. ამგვარად, თავიდან სვიას ლუდის ხარშვის პროცესში იყენებდნენ როგორც ბუნებრივ ანტიბაქტერიულ  კონსერვანტს, რომელიც ლუდს გაფუჭებისგან იცავდა.

წვიმის და ზუსტი დღეღამური ტემპერატურული ცვლილებების საჭიროების გამო, სვია საკმაოდ ვიწრო ზოლში ხარობს, ორივე ნახევარსფეროს 35-ე და 55-ე პარალელებს შორის. ეკვატორის ჩრდილოეთით ეს ზოლი მოიცავს აშშ-ს, ჩინეთის, ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილს, ხოლო ეკვატორს ქვემოთ სადაც უმეტესი ფართობი ოკეანეს უკავია, ნაკლები კი ხმელეთს, სვია კომერციულად მხოლოდ სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის  მცირე ტერიტორიაზე იზრდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s