საქართველო-იაპონია 22:25

17 ნოემბერს ლოკომოტივის სტადიონზე დიდი თამაში იყო. ერთმანეთს საქართველოსა და იაპონიის რაგბის ნაკრებები შეხვდნენ. არ მეგონა, ასეთ სიცივეში ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა და როცა სავსე ტრიბუნები დავინახე, რაღაცნაირად გავთბი. თამაში დაიწყო.

პირველი 9 ქულა ადვილად მოვიპოვეთ და წინ წავიწიეთ, შემდეგ იაპონელებს გაუმართლათ და საჯარიმოებით წამოგვეწივნენ. სიტუაცია დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნები ყველაფერს ზუსტად აკეთებდნენ, მოწინააღმდეგე არ ჩამოგვრჩებოდა. შედეგად, ქულები მცირე სხვაობით იმატებდა.

ყოველივე ამას ემატებოდა ქართველი ქომაგების გამამხნევებელი შეძახილები.  ძალიან გამიხარდა და ორმაგად მესიამოვნა, რომ ტრიბუნაზე ხალხი მოწინააღმდეგეს არ აგინებდა და უკმაყოფილებას ფეხების გაკუნით გამოხატავდა. ამის პარალელურად ბორჯღალოსნები ძალღონეს არ იშურებდნენ, რათა თავიანთი კლასი ეჩვენებინათ. ასეც მოხდა!

ბორჯღალოსნების ლელომ კიდევ უფრო გაგვახარა და კვლავ დავწინაურდით. შემდეგ იაპონელებმა შემოგვიტიეს და საჯარიმო დარტყმაც გაიტანეს. მიუხედავად ქართველი მორაგბეების საოცრად ოსტატური მცდელობისა, თამაშის ბედი ბოლო წუთზე იაპონელთა მიერ გატანილმა საჯარიმომ გადაწყვიტა.

შედეგად, 22-ით 25. საქართველომ იაპონიასთან მხოლოდ სამი ქულით წააგო, მაგრამ ეს არ იყო ცუდი წაგება, რადგან ბორჯღალოსნებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს, რაც მაყურებელს მოეწონა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ამხნევებდა გუნდს.

ახლა ჩვენი გუნდი ფიჯის ნაკრებს შეხვდება. ვუსურვოთ წარმატებები!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s