ფონდი ნატახტარი პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს

სიტყვა „ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში უკვე დადებით ემოციას იწვევს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან კომპანია „ნატახტარი“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია  „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და  საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან  ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვის შესაბამისად 0,5ლ, 1ლ და 2ლ). საბოლოოდ კი, შემოსული თანხა  მზრუნველობამოკლებული მოზარდების მომავალს მოხმარდა. მნიშვნელოვანია, რომ  პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 16-18 წლის 68 მოზარდი და სწორედ ამ ჯგუფზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი. ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული მოზარდისთვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მათთვის საინტერესო იყო _ სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, მართვის მოწმობის ასაღებად მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და მრავალი სხვა. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მოზარდების ტრანსპორტირებაც.

პირველი ეტაპის შემდეგ „ნატახტარი“ წელსაც აგრძელებს პროექტს და ამჯერად უფრო მასშტაბურ აქციას გეგმავს. განვლილი და მომავალი ეტაპის შესახებ 25 ნოემბერს ჟურნალისტებს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ წარმომადგენლები – ლელა მერაბიშვილი და მანანა ომარაშვილი ესაუბრნენ. მათი თქმით, მეორე ეტაპი 25 ნოემბრიდან უკვე დაიწყო.

თორნიკე ნიკოლაიშვილი: “პირველი პროექტი 15 თებერვალს დასრულდა, თუმცა ის დღემდე გრძელდება, რადგან სანამ თითოეული მათგანი საფუძვლიან გზას არ დაადგება და მუშაობას არ დაიწყებს, პროექტს დასრულებულად არ ვთვლით. ახლა ვიწყებთ მეორე ეტაპს, რომლისგანაც შემოსული თანხები იქნება გამჭვირვალე . ამასთან, ამ პროექტს ექნება უწყვეტი სახე. ლიმონათი თავისი კონცეფციით  ძალიან ახლოს არის მოზარდებთან და  ოჯახებთან. მზრუმველობამოკლებულ მოზარდებს  უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრაცია, 18 წლის შემდეგ რჩებიან ბედის ანაბარა. სწორედ ამან გადაგვადგმევინა პირველი ნაბიჯი და პარტნიორობა ასოციაცია „ჩენი სახლი – საქართველო“ და საქართველოს საპატრიარქომ გაგვიწია. პირველი ეტაპის შემდეგ მოზარდები შეირჩნენ შემდეგი პრინციპით: შესწავლილი იქნა ბაზა და აღწერილი იქნა თითოეული ბავშვი, რის შემდეგ დადგინდა მათი მომავალი საქმიანობა. მეორე ეტაპზე უკვე ფსიქოლოგებმა იმუშავეს, რათა არ მივსულიყავით სავალალო შედეგებამდე და უნდა ვთქვათ, რომ ყველა რეგიონში ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. პირველი პროექტი უფრო სწრაფ ვითარებაში დაიგეგმა და შეირჩა 16-18 წლის ბავშვები. ახლა თავს უფლება მივეცით გავზარდოთ ზღვარი და უკვე 15-18 წლის ბავშვებზე ვმუშავოთ. პირველ ეტაპზე თავი იმიტომ შევიკავეთ, რომ ნებისმიერ მოზარდთან  რთულია მუშაობა, მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში. გარდა ამისა, ვფიქრობთ, მეორე ეტაპზე შემოსული თანხა უფრო მეტი იქნება და ასაკის ზღვარის გაზრდასთან ერთად გავზრდით მოზარდების რაოდენობასაც. მეორე ეტაპი 25 ნოემბერს დაიწყო და 25 თებერვლამდე გასტანს. ამ პროექტის ირგვლივ უნდა შეიკრას მთლიანად ქართული საზოგადოება და მათი აზრი თანმხვედრი უნდა იყოს კომპანიასთან”

ლელა მერებაშვილი: “პირველ ეტაპზე შეირჩა 68 ბავშვი, აქედან 39 აქტიურად არის ჩართული პროცესში, დანარჩენებზე ჯერ ისევ მუშაობენ ფსიქოლოგები. უკვე 21 მოზარდს აქვს პროფესიული განათლება და 2 მათგანი დასაქმებულიც არის. მომავალ წელს უფრო უკეთეს შედეგს ვგეგმავთ. 15 მოზარდზე დაწესებულია სპეციალური სასკოლო განათლების პროგრამა და ისინი უკვე ეწევიან თავიანთ თანატოლებს. 3-მა მათგანმა აიღო მართვის მოწმობა და ხელობა უკვე აქვს, თუმცა ისინი მაინც დადიან სკოლასა და კოლეჯში. მათი დაფიანანსება გრძელდება და ფონდის მხარდაჭერა გაყვება, სანამ მოზარდი მყარად არ დადგება ფეხზე”

მანანა ოამარაშვილი: “ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. 18 წლის მოზარდმა თავის საზოგადოებაში თავი დამკვიდრებულად რომ იგრძნოს, მით უფრო ასეთ კონკურენციაში, ბევრი მუშაობა გვჭირდება. ფსიქოლოგები თითოეული მოზარდისთვის ინდივიდუალურ სტრატეგიას იმუსავებენ და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებენ. ფსიქოლოგები მუშაობენ ჯგუფებად, საქართველოს ყველა რეგიონში და საკმაოდ წარმატებულად _ ისინი ბავშვებს ყველა საკითხში ათვითცნობიერებენ. თავიდან შერჩეული იქნა 2011 წელს გახსნილი მცირე საოჯახო სახლები, თუმცა უკვე შეგვიძლია ჩავრთოთ უფრო ძველი სახლებიც. ერთადერთი პრობლემა მათი ამჟამინდელი შეხედულებებია და სანამ სწორ გზაზე დავაყენებთ, უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული თუ რას ირჩევს მომავალში. შესაძლოა, ერთი კვირის შემდეგ თავადვე განაცხადოს უარი, რაც წყალში გადაყრილი შრომაა და ამის გამო ფსიქოლოგებს დიდი მუშაობა უწევთ. ამიტომაც არის, რომ ასაკობრივ ზღვარს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. არის კატეგორია მოზარდებისა, რომელიც 18 წლის შემდეგ ან ოჯახს უბრუნდება, ან მეგობართან ერთად ცხოვრობს, ანაც საკუთრივ ქირაობს სახლს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ თანხას და შემდეგ თავად განკარგავენ ყველაფერს. თუმცა, არის პოლონური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს 18-21 წლის მოზარდებისთვის ტრანზისტორულ სახლებს და იქ აგრძელებენ ცხოვრებას, თუ ბიოლოგიური მშობლები არ ჰყავთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იქნება.

როგორც ირკვევა, პროექტი მთელ საქართველოში ვრცელდება და კომპანია „ნატახტარი“ 12 კომპანიასთან თანამშრომლობს. პარტნიორობის სურვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. ორი დასაქმებული ბავშვიდან, ერთ-ერთი რეგიონში, თავად „ნატახტარის“ სადისტრიბუციო სამსახურში მოეწყო”

… და რაც მთავარია, თანხების განკარგვა გამჭვირვალეა, პროექტის წარმომადგენლები ზუსტად ასახელებენ იმ თანხას, რაც პირველი პროექტიდან შევიდა ფონდში – 142.802 ლარი. თუმცა, როგორც თავად იმედოვნებენ, ეს თანხა მეორე ეტაპზე კიდევ უფრო  გაიზარდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s