მითები ლუდის წარმოებაზე

5რატომ  ჰგონიათ ადამიანებს, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრების შემდეგ, მწარმოებელი პროდუქტის ხარისხს აუცილებლად გააფუჭებს?

რატომღაც, ხშირად ადამიანები გადაჭარბებული უნდობლობით გამოირჩევიან ხოლმე. ზოგჯერ შესაძლოა, ეს დადებითი შედეგების მომტანიც კი იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ასეთი უნდობლობა უბრალოდ, გაუმართლებელია. მაგალითად, ბაზარზე ახალი პროდუქტი ბოლომდე არ არის ხოლმე გამოსული და უკვე ბევრი ამბობს:”`უჰ, ხარისხს უეჭველად გააფუჭებენ”, “თავიდან კარგი იქნება, მერე კაცმა არ იცის”, “ჯერ კლიენტებს ხარისხით მიიზიდავენ, მაგრამ რად გინდა, მალევე ყველაფერი შეიცვლება”…

ზუსტად ასე ხდება ხოლმე ბაზარზე ახალი ლუდის გამოჩენის დროსაც, რაც მხოლოდ უნებური შეცდომაა და მეტი არაფერი. სხვათა შორის, ეს რომ მართლაც ასეა, მეცნიერებიც კი ადასტურებენ, თუმცა ამაზე ქვემოთ და ჯერ სხვა რამ გავარკვიოთ:

კომპანიას, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია პროდუქციის, ამ შემთხვევაში ლუდის, ოღონდაც, ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალზე, რატომ უნდა ჰქონდეს დაინტერესება, რომ ვთქვათ, პირველი ერთი თვე ბაზარს ხარისხიანი ნაწარმი შესთავაზოს, შემდეგ კი პროდუქტს რაიმე დააკლოს?!

ნებისმიერმა მენეჯერმა, მარკეტოლოგმა შესანიშნავად იცის, რომ თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო ლუდის ხარისხი შეიცვლება, კომპანია აუცილებლად ძალიან დიდ ზარალს ნახავს.

7მაშ, რატომ არის, რომ მომხმარებლები მაინც ხშირად იწუნებენ თუნდაც ლუდს?

აი, ზუსტად აქ გვინდა მეცნიერების დახმარება.

ამ თემაზე საკმაოზე მეტად ბევრი კვლევაა ჩატარებული ამერიკაშიც, ევროპაშიც და ლამის მთელ მსოფლიოშიც, შედეგი კი ყველგან თითქმის ერთნაირია: როცა ადამიანი ნებისმიერი სახეობის პროდუქტის ერთსა და იმავე გემოს ეჩვევა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს გემო უბრალოდ, ბეზრდება.

ისიც მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ადამიანის თავის ტვინში არსებობს კონკრეტული მონაკვეთი, რეცეპტორების კომპლექტი, რომელიც სიამოვნების აღქმასა და შესაბამის რეაგირებაზეა პასუხისმგებელი.

2ანუ როცა ადამიანი რაიმე გემრიელ პროდუქტს ჭამს ან სვამს, ამ დროს თავის ტვინი შესაბამის რეაქციას ავლენს – ადამიანი სიამოვნებას განიცდის და რაც მთავარია – აღიქვამს.

გადის დრო, ეს რეცეპტორები გემოს ეჩვევიან და სიამოვნების შეგრძნება უბრალოდ, ქვეითდება. შესაბამისად, ჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და იქვე კიდევ ერთი ძალიან ბუნებრივი მოვლენა: უნდობლობა…

ექსპერიმენტის ფარგლებში ამერიკელი მეცნიერები 200-მდე მოხალისეს 2 თვის მანძილზე ერთსა და იმავე პროდუქტს სთავაზობდნენ. ექსპერიმენტის დაახლოებით შუა პერიოდში რესპონდენტების 68 პროცენტმა დაიჩივლა, რომ პროდუქტი ისეთი ხარისხის აღარ იყო, როგორიც ადრე. არადა, რეალურად კვლევის ავტორებს მის შემადგენლობაში არც არაფერი შეუცვლიათ.

4მაშ, რამ გამოიწვია ექსპერიმენტის მონაწილეებში ეს უჩვეულო ცვლილება?

როგორც თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, შესაბამისი რეცეპტორებიდან ადამიანი ძველებურად ძლიერ სიგნალებს აღარ ღებულობდა, რაც თავის მხრივ, სწორედ მიჩვევამ გამოიწვია…

ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ უმჯობესია, ადამიანმა პერიოდულად საკუთარ გასტრონომიულ მიდრეკილებებს გადახედოს და მენიუ უფრო მრავალფერონავი გახადოს.

მაგალითად, ვისაც “ნატახტარის” რომელიმე ერთი სახეობის ლუდი უყვარს გამორჩეულად, შეუძლია პერიოდულად იმავე ლუდსახარშის სხვა პროდუქტი დააგემოვნოს. მით უმეტეს, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია და “ნატახტარი” მომხმარებელს 6 სახეობის ლუდს სთავაზობს, რომელთაც ყოველი შემთხვევისთვის მაინც შეგახსენებთ. ესენია: “ნატახტარი”, “მთიელი”, “კასრი”, “ქარვა”, “ექსტრა”, “კაიზერი”.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s