Category Archives: ფეხბურთი

„კაიზერი“ – ცოცხალი ბავარიული ლეგენდა

1

კომპანია „ნატახტარმა“ ახალი ლუდის – ხორბლის გაუფილტრავი კაიზერის წარმოება დაიწყო, რომელიც ლუდის სხვა სახეობებისგან  განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. ქართველი მომხმარებლისთვის ის  უკვე საქართველოში ექსკლუზიური ლიცენზიითა და გერმანული ტრაციების გათვალისიწნებით ჩამოისხმევა.

Continue reading

ლუდი ძველად და ლუდი ახლა…

537962_210714195703812_209313952510503_335581_327005114_n

რა უნდა ვიცოდეთ ქართული თუ უცხოური ლუდის შესახებ!

თუკი სიტყვაში „პური“ ოთხ შეცდომას დავუშვებთ, შედეგს ასეთს მივიღებთ: „ლუდი“…მრავალი საუკუნის მანძილზე ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი კვების პროდუქტების წინაც კი აყენებს, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ბაზრებზე და მოკლედ, ეს ყველაფერი დღესავით ნათელია.

ისტორიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ლუდი იხარშებოდა ჯერ კიდევ ისეთი ლეგენდერალი ხალხების დროს, როგორებიც იყვნენ მაგალითად, შუმერები, ხეთები, ურარტუელები, ბაბილონელები, ეგვიპტელები…

imagesლუდს კარგად იცნობდნენ უძველესი ქართველური ტომებიც. მაგალითად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლუდის დამზადების საიდუმლოს კოლხები ჯერ კიდევ იასონისა და არგონავტების გმირული ეპოპეის დროს იყვნენ ნაზიარებნი.

უხსოვარი დროიდან დღემდე ლუდს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ადგილი ჰქონდა მინიჭებული საქართველოს მთაშიც. მთიელებისთვის ლუდი უძველესი დროიდან წმინდა სასმელად მიიჩნეოდა და ყველა წეს-ჩვეულება თუ რიტუალი სწორედ ლუდით სრულდებოდა.

შუმერები ვახსენეთ და აქვე ქართველი მკვლევარის, ელდარ ნადირაძის წიგნს „ქართული ლუდი“ მოვიშველიებთ, სადაც წერია, რომ ჯერ კიდევ უძველესი შუმერები ლუდის 18 სახეობას ამზადებდნენ.

images (1)იქვე იმასაც ვკითხულობთ, რომ ძველი ქართული ტერმინი „ქაშქ“  ნადუღარი ქერის წვენს აღნიშნავს, რაც სხვა არაფერია, თუ არა – ლუდი! მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქართული „ქაშქ“  მიღებული უნდა იყოს შუმერული „ქაშ“- იდან, რომელიც ამ უძველეს ცივილიზაციაში ლუდის სხვადასხვა სახეობის სახელწოდება გახლდათ.

რატომ შემოინახა ლუდის მოხმარების ჩვევა მთამ და არა ბარმა, ეს უბრალო მიზეზით აიხსნება: საქართველოში უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ქართული ეთნოგრაფიული მეცნიერებაც იმ ტერიტორიას, სადაც ვაზი ხარობს, ბარად მიიჩნევს, ხოლო სადაც არა – მთად, – განმარტავს ქართველი მკვლევარი.

sacred-beerლუდის სახეობები

საერთოდ, როდესაც რაღაცის კლასიფიკაციას ეხება საუბარი, ერთი ნიშნით ყველაფრის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ანალოგიური სიტუაციაა ლუდის შემთხვევაშიც, თუმცა გარკვეული სიზუსტის შემოტანა მაინც შესაძლებელია.

images (2)არსებობს ღია და მუქი ფერის ლუდები, მაგრამ ამავე დროს, ღია და მუქი ფერის ლუდი შეიძლება იყოს ორივე, როგორც ზედა დუღილის ასევე – ქვედა დუღილის.

მსოფლიოში ბევრად პოპულარული ქვედა დუღილის ლუდებია. მასზე მოდის მთელი წარმოების 80-90 პროცენტი და კომპანიებიც სწორედ ქვედა დუღილის პროდუქციას აწარმოებს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი: ქვედა დუღილის ლუდებში გამოიყენება საფუარი, რომელიც გამორჩეულია უფრო ისეთი თვისებით, რომ დუღილის დამთავრების დროს დაბლა ჩამოილექება, ზედა დუღილის კი უფრო მაღლა ადის და ჩამოლექვა შემდეგ ხდება. ანუ პირველ შემთხვევაში გამოიყენება საფუარი, რომელსაც უფრო მსხვილი უჯრედები აქვს და რადგან სიმძიმე მეტი აქვს, იგი დაბლა უფრო ადვილად ჩამოდის. ზედა დუღილის შემთხვევაში უფრო ფქვილისებური უფრედებია, პატარა და შესაბამისად, შედარებით გვიან ილექება.

უფრო მნიშვნელოვანი სხვაობა მაინც ის არის, რომ ქვედა დუღილის ლუდების საფუარის შემთხვევაში დუღილი ხდება დაბალ ტემპერატურაზე: ბადაგი 13 – 15 გრადუსზე დუღდება, მაღალი დუღილის ლუდებზე კი უკვე 22 – 23 გრადუსია საჭირო და შედეგად სხვადასხვა ტიპის არომატი მიიღება.

ქვედა დუღილის შემთხვევაში ლუდს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ბადაგის არომატი ოდნავ კარამელისა და სვიის არომატი, ზედა დუღილის შემთხვევაში მეტად დამახასიათებელია ხილისა და პარფიუმერიის, ღვინის ტიპის არომატები. აქედან გამომდინარე, მიიღება ორი სხვადასხვა და განსხვავებული ლუდი.

ესე იგი გავიგეთ, რომ არსებობს მუქი და ღია ფერის და ქვედა და ზედა დუღილის ლუდები. გარდა ამისა, ასევე არსებობს ლუდები, რომლებიც მიიღება კონკრეტულად 100 პროცენტი ალაოსგან. ისეთ ქვეყნებში კი, სადაც აქვთ ადგილობრივად, მაგალითად, ხორბლის, ქერის, სიმინდის, ბრინჯის მეურნეობები, წარმოებაში მათაც ამატებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ასე ხდება იმიტომ, რომ პროდუქცია იაფია და მწარმოებლები ნაწარმის დაბალ ფასზე აკეთებენ გათვლას, ზოგან კი უბრალოდ იმიტომ, რომ მიიღონ ის არომატული და გემური თვისებები, როგორიც უფრო მეტად მოსწონთ.

როცა ქართულ ლუდზეა  საუბარი, მწარმოებელ კომპანიებშიც სწორედ  იმ მიმართულების განვითარება მოხდა, რომელიც უფრო ქართველებისთვისაა მიმზიდველი და მისაღები. გარდა იმისა, რომ არსებობს განსაკუთრებული ვიზუალი, არსებობს კიდევ ძალიან გამორჩეული გემო, რაც  მორგებულია სწორედ ქართულ ხასიათზე, თუმცა რასაკვირველია, უდიდეს მოწონებას იმსახურებს უცხოელების მხრიდანაც…

ფონდი ნატახტარი პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს

სიტყვა „ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში უკვე დადებით ემოციას იწვევს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან კომპანია „ნატახტარი“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს.

Continue reading

“თბილისის ლუდის ფესტივალი” – “ნატახტარის” საჩუქარი ლუდის ყველა მოყვარულს

21-22 ივლისს, “ვარდების რევოლუციის”  მოედანზე, კომპანია “ნატახტარმა”, რიგით მესამე “თბილისის ლუდის ფესტივალს”  უმასპინძლა.

Continue reading

კრიშტიანუმ ჰოლანდიას შეუსრულა

ჰოლანდიის ნაკრებისთვის ევრო 2012 დასრულებულია. ნაკრებმა, რომელსაც ათიოდ დღის წინ ძალიან ბევრი ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ასახელებდა, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მეოთხედფინალში გასასვლელად დასკვნით ტურში, პორტუგალიის 2-ბურთიანი სხვაობით ძლევა იყო აუცილებელი. ბერტ ვან მაარვიკის შეგირდებს მარტო ესეც არ ჰყოფნიდათ. პარალელურად მიმდინარე მატჩში გერმანიას დანია უნდა დაემარცხებინა.
გერმანელებმა მართლაც ისე ითამაშეს, ყველა ჰოლანდიელს რომ გაუხარდებოდა, მაგრამ თავად “ნარინჯისფერებმა” კი წაიფორხილეს.
არადა ყველაფერი ჰოლანდიისთვის სასიკეთოდ დაიწყო – მე-11 წუთზე უკვე დაწინაურდნენ რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლით. ამ უკანასკნელმა საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
ეს იყო და სრულ სათამაშო უპირატესობას პორტუგალია დაეუფლა. ანგარიშის გახსნიდან სამიოდ წუთში კრიშტიანუ რონალდუ მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ბოლო მცველიც ჩამოიცილა და მეკარისთვის აუღებლადაც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა – ბურთი ძელს მოხვდა. იქვე კიდევ უფრო რეალური შანსი ჰელდერ პოშტიგამ ვერ გამოიყენა. მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ვერ დაუმიზნა. რაულ მეირელეშსაც სანტიმეტრები დააკლდა მარტინ სტეკელენბურგის კარის აღებამდე.
პორტუგალიელები უკანმოუხედავ შეტევებში ისე გაერთნენ, რომ რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ. ჯერ იყო და არიენ რობენმა გაუშვა ხელიდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაიჯელ დე იონგმა ვერ დაუმიზნა რუი პატრიციოს კარს. ეს ყველაფერი საწყის 27 წუთში მოხდა და თავად განსაჯეთ, როგორი გახსნილი თამაშიც გამოვიდა. 28-ე წუთზე კი რონალდუმ ანგარიში 1:1 გახადა – ჟოაო პერეირას ჭკვიანური პასით მეკარეს პირისპირ შეტოვებულმა ვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.  საერთოდაც, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუ ბევრად აქტიური იყო და პორტუგალიელთა წარმატებაც მნიშვნელოვანწილად სწორედ მისმა გაბრწყინებამ განაპირობა. ტაიმის ბოლომდე რონალდოს კიდევ ორჯერ შეეძლო ჰოლანდიელთა დამწუხრება, მაგრამ პირველ ეპიზოდში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორეში სამიზნეს ოდნავ ააცილა.
შესვენების შემდეგ სახიფათო მომენტების რაოდენობამ აშკარად იკლო. ანგარიში კი ერთადერთხელ შეიცვალა. სამქულიანი და მეოთხედფინალის საგზურის მომპოვებელი გოლი კი 74-ე წუთზე ისევ კრიშტიანუმ გაიტანა.
პორტუგალიამ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 21 ივნისს, მეოთხედფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

საფეხბურთო შოუ ოთხი გოლით

თუ ევროპის ჩემპიონატზე საგულშემატკივრო ნაკრები წინასწარ არ გყავს შერჩეული, თუ აბსოლუტურად ნეიტრალური მაყურებელი ხარ, ძალიან ძნელია ეს ნეიტრალურობა ესპანეთის თამაშის ნახვის შემდეგაც შეინარჩუნო და შენდაუნებურად მისი ქომაგი არ გახდე.

Continue reading

იტალიამ ქულას ქულა მიამატა და ბოლო ტურის იმედადაა

იტალიის ნაკრებმა ევრო 2012-ზე ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, ისევ 1:1 და თუ ეს ტრადიცია მესამე ტურში, ირლანდიასთან მატჩში, სასურველი ანგარიშით გამარჯვებით არ დაასრულა, მეოთხედფინალს მიღმა დარჩება.

Continue reading