Tag Archives: დაჯილდოება

„ნატახტარმა“ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტი OHSAS 18001:2007 მიიღო

კომპანია ნატახტარმა ნოემბერში წარმატებით გაიარა „ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის“ (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება. ეს ნიშნავს, რომ ნატახტარში დანერგილია OHSAS-ის სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამუშაო რისკების შემცირებას…

Continue reading

Advertisements

“ნატახტარმა” და “ჯეპრამ” მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

კომპანია “ნატახტარმა” და პიარსააგენტო “ჯეპრამ” მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. კონკურსის ყველა მონაწილეს “ედრესის” 150 ლარიან სასაჩუქრე ბარათთან ერთად , ფულადი პრიზები გადაეცათ.

კომპანია “ნატახტარმა”, პიარსააგენტო “ჯეპრასთან” ერთად, კონკურსი თემაზე “ადგილობრივი ლუდი – ყოველთვის ახალი” 28 აპრილს გამოაცხადა.

კონკურსის მიზანი იყო, მედიის საშუალებით ქართველ მომხმარებელს მიწოდებოდა სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია ლუდის ადგილობრივი წარმოებისა და ლუდის ხარშვის ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ. კონკრეტულად კი კომპანია “ნატახტარის” სიახლეების, ბრენდების, მისი წარმადობის, ექსპორტისა და ნატახტრის წყლის უნიკალურობის შესახებ.

“ადგილობრივი ლუდი – ყოველთვის ახალი” მედიაკონკურსის ჟიურის წევრები ზვიად ქორიძე, რუსუდან ვაშაკიძე, თეონა დოლენჯაშვილი, სოსო გალუმაშვილი, ვახტანგ გვახარია, ელდარ ნადირაძე იყვნენ.