Tag Archives: კათხა

„ნატახტარის ლიმონათი“ ახალი შეფუთვით და კვლავ ყველასთვის საყვარელი გემოთი

zogadi foto-

„ნატახტარის ლიმონათი გინდა?“ – ეს ფრაზა ერთნაირად მოსწონთ როგორც პატარებს, ისე უფროსებს. თავად ლიმონათიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა ძალიან საყვარელი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

Continue reading

Advertisements

ფონდი ნატახტარი პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს

სიტყვა „ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში უკვე დადებით ემოციას იწვევს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან კომპანია „ნატახტარი“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს.

Continue reading

სვია ლუდში – შესანიშნავი დანამატი

სვია (humulus lupulus) ხვიარა მცენარეა, რომელიც იმავე ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც შედის კანაფი და ჭინჭარი.

Continue reading

რა სარგებელი მოაქვს ლუდს ჯანმრთელობისთვის….

ლუდი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია. ღვინის შემდეგ ის ყველაზე უფრო ჯანსაღ სასმელად ითვლება.

Continue reading

კრიშტიანუმ ჰოლანდიას შეუსრულა

ჰოლანდიის ნაკრებისთვის ევრო 2012 დასრულებულია. ნაკრებმა, რომელსაც ათიოდ დღის წინ ძალიან ბევრი ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ასახელებდა, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მეოთხედფინალში გასასვლელად დასკვნით ტურში, პორტუგალიის 2-ბურთიანი სხვაობით ძლევა იყო აუცილებელი. ბერტ ვან მაარვიკის შეგირდებს მარტო ესეც არ ჰყოფნიდათ. პარალელურად მიმდინარე მატჩში გერმანიას დანია უნდა დაემარცხებინა.
გერმანელებმა მართლაც ისე ითამაშეს, ყველა ჰოლანდიელს რომ გაუხარდებოდა, მაგრამ თავად “ნარინჯისფერებმა” კი წაიფორხილეს.
არადა ყველაფერი ჰოლანდიისთვის სასიკეთოდ დაიწყო – მე-11 წუთზე უკვე დაწინაურდნენ რაფაელ ვან დერ ვაარტის გოლით. ამ უკანასკნელმა საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
ეს იყო და სრულ სათამაშო უპირატესობას პორტუგალია დაეუფლა. ანგარიშის გახსნიდან სამიოდ წუთში კრიშტიანუ რონალდუ მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ბოლო მცველიც ჩამოიცილა და მეკარისთვის აუღებლადაც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა – ბურთი ძელს მოხვდა. იქვე კიდევ უფრო რეალური შანსი ჰელდერ პოშტიგამ ვერ გამოიყენა. მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ვერ დაუმიზნა. რაულ მეირელეშსაც სანტიმეტრები დააკლდა მარტინ სტეკელენბურგის კარის აღებამდე.
პორტუგალიელები უკანმოუხედავ შეტევებში ისე გაერთნენ, რომ რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ. ჯერ იყო და არიენ რობენმა გაუშვა ხელიდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, შემდეგ კი ნაიჯელ დე იონგმა ვერ დაუმიზნა რუი პატრიციოს კარს. ეს ყველაფერი საწყის 27 წუთში მოხდა და თავად განსაჯეთ, როგორი გახსნილი თამაშიც გამოვიდა. 28-ე წუთზე კი რონალდუმ ანგარიში 1:1 გახადა – ჟოაო პერეირას ჭკვიანური პასით მეკარეს პირისპირ შეტოვებულმა ვარსკვლავმა მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.  საერთოდაც, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუ ბევრად აქტიური იყო და პორტუგალიელთა წარმატებაც მნიშვნელოვანწილად სწორედ მისმა გაბრწყინებამ განაპირობა. ტაიმის ბოლომდე რონალდოს კიდევ ორჯერ შეეძლო ჰოლანდიელთა დამწუხრება, მაგრამ პირველ ეპიზოდში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორეში სამიზნეს ოდნავ ააცილა.
შესვენების შემდეგ სახიფათო მომენტების რაოდენობამ აშკარად იკლო. ანგარიში კი ერთადერთხელ შეიცვალა. სამქულიანი და მეოთხედფინალის საგზურის მომპოვებელი გოლი კი 74-ე წუთზე ისევ კრიშტიანუმ გაიტანა.
პორტუგალიამ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 21 ივნისს, მეოთხედფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

საფეხბურთო შოუ ოთხი გოლით

თუ ევროპის ჩემპიონატზე საგულშემატკივრო ნაკრები წინასწარ არ გყავს შერჩეული, თუ აბსოლუტურად ნეიტრალური მაყურებელი ხარ, ძალიან ძნელია ეს ნეიტრალურობა ესპანეთის თამაშის ნახვის შემდეგაც შეინარჩუნო და შენდაუნებურად მისი ქომაგი არ გახდე.

Continue reading

გერმანია მეოთხედფინალს მიუახლოვდა, ჰოლანდია – დაშორდა

გერმანიის ნაკრები ჯერჯერობით ერთადერთია ევრო 2012-ზე, ორ თამაშში ექვსი ქულა რომ დააგროვა. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა პორტუგალიის ძლევის შემდეგ ჰოლანდიაც დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური თითქმის განაღდებული აქვს. ჰოლანდიელებს კი პლეი ოფში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ. ბერტ ვან მაარვიკის სამწყსოს ევროპირველობაზე ჯერ ქულა არ აუღია და ჯგუფური ეტაპის დასაძლევად მესამე ტურში პორტუგალიის ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდება, ოღონდ, ამასთან ერთად, მისმა კონკურენტმა დანიამ გერმანიასთან უნდა წააგოს.
“ნარინჯისფერების” წარმატების უკვე ცოტას თუ სჯერა. ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა სულაც, ჩემპიონატის დაწყებამდე იწინასწარმეტყველა თანამემამულეთა ევრო-ჩავარდნა. ბოლო დღეებში კი უიმედო პროგნოზს მხარი თვით იოჰან კრუიფმაც აუბა. მან უშედეგო თამაშის უმთავრეს მიზეზად მწვრთნელის შეცდომები დაასახელა.
ჰოლანდიას საუკეთესო პერიოდი რომ არ უდგას, გერმანიის წინააღმდეგ მატჩშიც კარგად გამოჩნდა. პირველი ტაიმი გერმანელთა აშკარა უპირატესობით ჩათამაშდა და ეს ანგარიშზეც აისახა – 2:0 მარიო გომესის დუბლით. ერთხელ მარტინ სტეკელენბურგის კარის დალაშქვრის უაღრესად ხელსაყრელი შანსი ჰოლგენ ბადშტუბერსაც მიეცა, მაგრამ ორიოდ მეტრიდან ბურთი მაინც და მაინც მეკარეს გაარტყა. 
შესვენების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრები ოდნავ გამოფხიზლდა, თუმც, ერთადერთი, რაც შეძლო, პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც რობინ ვან პერსიმ ჩაიწერა აქტივში, ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წუთით ადრე.
B ჯგუფში მესამე ტურის მატჩები 17 ივნისს გაიმართება.