Tag Archives: ლიმონათი

„მინდა ვიყო ქველმოქმედი და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარო…“

mari mchedlidzeმარი მჭედლიძე  ფონდი „ნატახტარის“ მხარდაჭერით  სასწავლო ცენტრი  „ნატალის“ კურსდამთავრებული გახდა…

Continue reading

Advertisements

„მადლობა კომპანია „ნატახტარს“, რომ მხარში დამიდგა და სწავლის შესაძლებლობა მომცა!“

elvin kasimovi

ელვინ  კასიმოვი, ფონდი „ნატახტარის“ მხარდაჭერით   დღეს პროფესიას ეუფლება…

Continue reading

„ნატახტარის ლიმონათი“ ახალი შეფუთვით და კვლავ ყველასთვის საყვარელი გემოთი

zogadi foto-

„ნატახტარის ლიმონათი გინდა?“ – ეს ფრაზა ერთნაირად მოსწონთ როგორც პატარებს, ისე უფროსებს. თავად ლიმონათიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა ძალიან საყვარელი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

Continue reading

„ნატახტარის ფონდის“ კამპანია „იზრუნე მომავალზე“ ახალ ეტაპზე გადავიდა

„ნატახტარის ლიმონათის“ საქველმოქმედო პროექტი ,,იზრუნე მომავალზე ნატახტართან ერთად“ ახალ ეტაპზე გადავიდა.

Continue reading

„ნატახტარის ლიმონათის“ საქველმოქმედო პროექტის, პირველი ნაწილი – თანხის შეგროვება, დასრულდა!

„ნატახტარის ლიმონათის“ საქველმოქმედო პროექტის პირველი ეტაპი – თანხის შეგროვება, დასრულდა. ასევე დასრულებულია 16-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბაზის შედგენა. მომავალი კვირიდან, ბავშვებთან მუშაობას დაიწყებენ, ფსიქოლოგობი. მათი დასკვნის შემდეგ მოხდება ბავშვებისთვის საინტერესო და საჭირო  პროგრამებისა და მიმართულებების დადგენა.

შეგროვებული თანხის მოცულობაა 142 802 ლარი, იგი შესაბამისი პროექტების მიხედვით გადანაწილდება და მთელი  წლის განმავლობაში გაიხარჯება. კონკრეტულად პროექტების შესახებ ვრცელი მოხსენება გაკეთდება მიმდინარე კვირის განმავლობაში საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“ და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“-ს განახორციელება. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.5ლ; 1ლ და 2ლ).

პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

რატომ ირჩევს მომხმარებელი “ნატახტარის ლიმონათს”?

2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა “ნატახტარის ლიმონათის” სატელევიზიო სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანი იყო მომხმარებლის ყურადღების გამახვილება “ნატახტარის ლიმონათის” უპირატესობებზე.

ესენია, პროდუქციის მაღალი ხარისხი და და მისი კონტროლის მაღალი დონე, უახლესი ტექნოლოგიები, წარმოების ყოველი ეტაპის ლაბორატორიული კონტროლი, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება და სხვა.

ნატახტარმა ნულკალორიანი ლიმონათი ჩამოასხა

2010 წლის თებერვალში ბაზარზე კომპანია ნატახტარის ახალი პროდუქტი გამოჩნდა. კომპანიამ ნატახტარის ნულკალორიანი ლიმონათი გამოუშვა.

ლიმონათი ნული კალორიით პირველადაა ქართულ ბაზარზე. ნატახტარის უშაქრო მსხლის ლიმონათის განუმეორებელმა  გემომ ამჯერად დიეტური კვების მოყვარულებიც გაახარა.