Tag Archives: რაგბი

საქართველო-იაპონია 22:25

17 ნოემბერს ლოკომოტივის სტადიონზე დიდი თამაში იყო. ერთმანეთს საქართველოსა და იაპონიის რაგბის ნაკრებები შეხვდნენ. არ მეგონა, ასეთ სიცივეში ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა და როცა სავსე ტრიბუნები დავინახე, რაღაცნაირად გავთბი. თამაში დაიწყო. Continue reading

Advertisements

“ნატახტარმა” და “ჯეპრამ” მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

კომპანია “ნატახტარმა” და პიარსააგენტო “ჯეპრამ” მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. კონკურსის ყველა მონაწილეს “ედრესის” 150 ლარიან სასაჩუქრე ბარათთან ერთად , ფულადი პრიზები გადაეცათ.

კომპანია “ნატახტარმა”, პიარსააგენტო “ჯეპრასთან” ერთად, კონკურსი თემაზე “ადგილობრივი ლუდი – ყოველთვის ახალი” 28 აპრილს გამოაცხადა.

კონკურსის მიზანი იყო, მედიის საშუალებით ქართველ მომხმარებელს მიწოდებოდა სასარგებლო და მიუკერძოებელი ინფორმაცია ლუდის ადგილობრივი წარმოებისა და ლუდის ხარშვის ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ. კონკრეტულად კი კომპანია “ნატახტარის” სიახლეების, ბრენდების, მისი წარმადობის, ექსპორტისა და ნატახტრის წყლის უნიკალურობის შესახებ.

“ადგილობრივი ლუდი – ყოველთვის ახალი” მედიაკონკურსის ჟიურის წევრები ზვიად ქორიძე, რუსუდან ვაშაკიძე, თეონა დოლენჯაშვილი, სოსო გალუმაშვილი, ვახტანგ გვახარია, ელდარ ნადირაძე იყვნენ.

ნატახტარის გათამაშება დასრულდა

გამარჯვებულები ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან…

კომპანია „ნატახტარის“ ტრადიციული საზაფხულო გათამაშება – „აისრულე სურვილები ნატახტართან ერთად“ – დასრულდა და მთავარი პრიზის, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი 2 საგზურის მფლობელთა ვინაობაც უკვე ცნობილია. გამარჯვებულები, გიორგი შიუკაშვილი და ავთანდილ ბუკია ერთი კვირით გაემგზავრებიან ქალაქ პალმერსტონში, სადაც გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი. საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები, ასევე სპეციალური ტურები და ჯიბის ფული.

გიორგი შიუკაშვილი

ავთანდილ ბუკია

მნიშვნელოვანია, რომ “ნატახტარმა” როგორც ქართული სპორტის და მათ შორის რაგბის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება ახალ ზელანდიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასს დაუკავშირა. წლევანდელი „ნატახტარის“ წამახალისებელი გათამაშება 15 ივნისიდან დაიწყოდა 15 სექტემბრამდე გაგრძელდა. გათამაშებაში იყო 1000 ლარი – ყოველდღიურად, 5000 ათასი – კვირაში ერთხელ და დიდი პრიზი – 20 ათასი ლარი. ყველას, ვინც შეიძენდა ნატახტარს, ქარვას, ექსტრასა და კასრის ნებისმიერი ზომის ბოთლს, შეეძლო ფასიანიპ რიზები მოეგო. ლუდი კასრის მოყვარულ 2 ადამიანს კი მისცა შანსი განსაკუთრებული საჩუქრის – რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საგზურის მფლობელიც გამხდარიყო. აღნიშნული ფულადი პროზების გარდა, გათამაშდა 100 ათასი ცალი 0,5 ლიტრის შუშის ბოთლის ნატახტარი.

,

“ნატახტარმა” ქართველი მორაგბეები 50 ათასიანი ჩეკით დააჯილდოვა

“ნატახტარმა” ქართველი მორაგბეები 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სპეციალური ჩეკით დააჯილდოვა . საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის “ნატახტარი კასრის” ბონუსის გადაცემის ოფიციალური ცერემონია  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის მენეჯერს თორნიკე ნიკოლაიშვილს ქართველოს მორაგბეთა ავტოგრაფებით დამშვენებული მაისური და რაგბის ბურთი გადასცეს საჩუქრად.

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტისა და, კერძოდ, რაგბის საერთაშორისო წარმატება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიცაა რაგბი. მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს წარმატება ახალ ზელანდიაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი დაეხმარება ბორჯღალოსნებს უკეთესი შედეგების მიღწევაში,“ – განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ცერემონიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ნიჟარაძის თქმით, „ნატახტარი“ ქართველ მორაგბეებს სწორედ მაშინ დაუდგა მხარში, როცა ნაკრებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. „ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე სპორტის წარმატებით განვითარება თითქმის წარმოუდგენელია“, დასძინა მან და ასეთი სერიოზული მხარდაჭერისთვის „ნატახტარს“ მადლობა გადაუხადა.

მორაგბეთა ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა, მაგრამ რა მოხდება ხვალ…

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადელთა 22:15 დამარცხების შედეგად რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში თავის მონაგარს 1.024 ქულა შემატა, ჯამში 67.40 ქულა დააგროვა და ტონგას ნაკრებს 0.05 ქულით გაასწრო, რამაც რიჩი დიქსონის გუნდს მე-16 საფეხურის დაკავების საშუალება მისცა.

27 ნოემბერს, რიჩი დიქსონის შეგირდები აშშ მასპინძლობენ და ამ მატჩის შედეგი რეიტინგზე უთუოდ აისახება. თუ საქართველომ მეტოქეს 15-ზე ნაკლები ქულით სძლია, რეიტინგს 0.810 ქულას შემატებს, ჯამში 68.21 დაუგროვდება, აშშ მონაგარი 67.69-მდე შემცირდება და საქართველოს ნაკრები მას მე-15 ადგილს აართმევს. 15 და მეტი ქულით მოგების შემთხვევაში, წინსვლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

ბორჯღალოსნებს” 1.215 ქულა დაერიცხებათ (ჯამში 68.62) და მე-15 პოზიციაზე უფრო მყარად დამკვიდრდებიან. ორივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო ზევით, მე-14 ადგილზე აღზევების შანსი ექნება, ოღონდ საამისოდ, კანადამ პორტუგალიაში ადგილობრივ ნაკრებს ვერ უნდა აჯობოს. მარცხზე რომ არაფერი ვთქვათ, ფრის შემთხვევაშიც კი, მათი მონაგარი 68.18 ქულამდე შემცირდება დაბორჯღალოსნებიმათზე გადასწრებას მოახერხებენ.

მაგრამ თუბორჯღალოსნებიამერიკასთან დამარცხდებიან, ან ფრედ ითამაშებენ, უკუსვლას ვერ გადაურჩებიან. ფრის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 0.190 ქულას დაკარგავს და კვლავ მე-17 ადგილზე დაქვეითდება, 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით მარცხისთვის, 1.190 ქულას დაკარგავს, ხოლო უფრო დიდი სხვაობით წაგების შემთხვევაში 1.785 ქულას. სამივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-17 ადგილს არ ჩაცდება, მაგრამ მდევარი რუსეთი ძალიან მიუახლოვდება.

IRB- მსოფლიო რეიტინგი:

1 (1). ახალი ზელანდია 93,19

2 (3). ავსტრალია 85,90

3 (2). სამხრეთ აფრიკა 85,31

4 (4). ინგლისი 83,61

5 (5). საფრანგეთი 83,21

6 (8). შოტლანდია 81,20

7 (6). ირლანდია 80,90

8 (7). არგენტინა 79,87

9 (9). უელსი 77,04

10 (10). ფიჯი 75,02

11 (11). სამოა 74,02

12 (12). იტალია 72,35

13 (13). იაპონია 71,45

14 (14). კანადა 68,59

15 (15). აშშ 68,50

16 (17). საქართველო 67,40

17 (16). ტონგა 67,35

18 (18). რუსეთი 65,56

19 (19). რუმინეთი 65,03

20 (20). ნამიბია 61,79

21 (22). პორტუგალია 61,53

22 (21). ურუგვაი 61,45

23 (23). ესპანეთი 57,51

24 (24). ჩილე 56,68

25 (25). ბელგია 56,44

26 (26). მაროკო 56,11

27 (27). ყაზახეთი 55,20

28 (28). ბრაზილია 54,56

29 (29). უკრაინა 54,35

30 (36). ჩეხეთი 53,30






ყველანი სტადიონზე!!! – ცნობილი ადამიანები ქართული რაგბის მხარდასაჭერად

დღეს დილიდან „ნატახტარი კასრის რაგბის ქომაგთა კლუბის“ ინიციატივითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა აქცია  „ყველანი სტადიონზე!“.

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, თამაშზე დასასწრებად მოუწოდეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს და 4 სხვადასხვა ადგილას, უმაღლეს სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიაზე ( თსუ–ს I კორპუსი, სტუ–ს VI კორპუსი, ილიას უნივერსიტეტი და თსუ–ს მაღლივი კორპუსი) ფლაერები დაარიგეს:
ნიკა რამიშვილი (დრუპი) – ქომაგთა კლუბის პრეზიდენტი
ზურა გაჩეჩილაძე – თბილისის საკრებულოს წევრი
ინგა გრიგოლია – თბილისის საკრებულოს წევრი
ზაზა კორინთელი (ზუმბა) – მომღერალი
ალეკო ელისაშვილი – ტელეწამყვანი
ვასიკო ოდიშვილი – ტელეწამყვანი
ლევან ჯავახიშვილი – ტელეწამყვანი
გია ცინაძე (მყუდრო) – მსახიობი
გოჩა თანდარაშვილი – იუმორისტი

აქციის მონაწილეები რაგბის კავშირის ოფისთან დილიდან შეიკრიბნენ.

შავი ზღვის საკლუბო ტურნირში ზღვისპირელებმა გაიმარჯვეს

შავი ზღვის საკლუბო ტურნირი რაგბიში დასრულდა. ფინალში ერთამენთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლელო” და ბათუმის “ბათუმი XV” შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმელების გამარჯვებით 18:21 დასრულდა.

ასპარეზობა 24 აგვსიტოს დაიწყო. მასში შვი ზღვის აუზის ქვეყნების სარაგბო კლუბები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ტურნირს თბილისის, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონი მასპინძლობდა.