Tag Archives: beer

სვია ლუდში – შესანიშნავი დანამატი

სვია (humulus lupulus) ხვიარა მცენარეა, რომელიც იმავე ბოტანიკურ ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც შედის კანაფი და ჭინჭარი.

Continue reading

Advertisements

საფეხბურთო შოუ ოთხი გოლით

თუ ევროპის ჩემპიონატზე საგულშემატკივრო ნაკრები წინასწარ არ გყავს შერჩეული, თუ აბსოლუტურად ნეიტრალური მაყურებელი ხარ, ძალიან ძნელია ეს ნეიტრალურობა ესპანეთის თამაშის ნახვის შემდეგაც შეინარჩუნო და შენდაუნებურად მისი ქომაგი არ გახდე.

Continue reading

“ნატახტარის” ტრადიციული გათამაშება დაიწყო

კომპანია “ნატახტარი” 50 ათას ლარსა და EURO-2012-ის ბილეთებს ათამაშებს

“ნატახტარმა”, ტრადიციული, გრანდიოზული გათამაშება დაიწყო. კომპანია ლუდის მოყვარულებს 50 ათასი ლარისა და EURO-2012-ის ფინალურ მატჩზე დასწრების საგზურების მოგების შანსს აძლევს.

Continue reading

“ნატახტარმა” ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა

27 ოქტომბერს კომპანია “ნატახტარში” ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის ISO-9001:2008 სისტემის რესერთიფიცირების პროცესი წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “ნატახტარს” ხარისხის მართვის HACCP-ის  ISO-9001:2008 საერთაშორისო სერთიფიკატი შარშან დეკემბერში მასერთიფიცირებელი ორგანო TUV  SUD-ის მიერ მიენიჭა.

“მომხმარებლის მოთხოვნის მაღალი ხარისხით უზრნველყოფის მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ ხარისხის მენეჯმენტის  და სურსათის უვნებლობის მართვის ინტეგრირებული სისტემა. (ISO  9001:2008)”

HACCP-ის სისტემის დანერგვით სს “ლომისი” უზრუნველყოფს წარმოების მაღალი სტანდარტებით მუშაობას, რაც განაპირობებს   მომხმარებელის  ნდობის ამაღლებას ,რადგან ჩვენი პროდუქტი  რომელსაც იგი მოიხმარს ჯანმრთელობისათვის უვნებელია და დაცულია დაზიანებისაგან, მისი  წარმოების ყველა ეტაპზე დამზადებიდან მომხმარებლამდე, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ჰიგიენის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სს “ლომისი”-ს HACCP-ის სამუშაო ჯგუფი ადგენს სურსათის უვნებლობისთვის კრიტიკულ წერტილებს და HACCP-ის გეგმის შესაბამისად ზრუნავს მათი მონიტორინგის  და კონტროლის სათანადო  ღონისძიებების შემუშავებაზე რაც  ეყრდნობა “CODEX  ALIMENTARIUS COMMISSION”-”-ის სტანდარტებს და ასრულებს  “GLOBAL FOOD SAFETY”-”-ის მიერ განსაზღვრულ ქმედებებს.

HACCP-ის სისტემა (Hazard Analysis and Critical Control Points  – საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სს “ლომისი”-ს ხარისხის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოდგენილია DIN EN ISO 9001 სისტემასთან ერთად.

“მომხმარებლის მოთხოვნის მაღალი ხარისხით უზრნველყოფისათვის, ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა და დანერგა ხარისხის მენეჯმენტის  და სურსათის უვნებლობის მართვის ინტეგრირებული სისტემა. (ISO 9001:2008), რაც ადასტურებს იმას, რომ საწარმოს აქვს უნარი, შეინარჩუნოს მუდმივი ხარისხი ეფექტური მართვის მეშვეობით. ” – განმარტავს “ნატახტარის” ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი  და HACCP-ლიდერი მარინე ჭიღლაძე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერთიფიკატის მფლობელი ბიზნეს ორგანიზაციისთვის ბევრად უფრო იოლია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

კომპანია “ნატახტარში” მუდმივად ზრუნავაენ ქარხნის ტექნიკურ გადაირაღებაზე. უკვე ერთი წელია , ნატახტარის საწარმოში გერმანული წარმოების Krones -ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა. რამაც განაპირობა პროდუქციის წარმადობის ზრდა და ჩამოსხმისა და შეფუთვის მაღალი ხარისხი. “კრონესი” არის ლიდერი კომპანია  ჩამომსხმელი და შესაფუთი ხაზების წარმოებაში.

საწარმოში ასევე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ლაბორატორია, რომლის გადაიარაღება მუდმივი პროცესია და ხარისხის კონტროლის სრულყოფას ემსახურება.

ლუდის ზომიერი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის შემცველობის დონეზე

„ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება უკავშირდება ქოლესტერინის შემცველობის გაუმჯობესებას“, – აღნიშნავენ სპეციალსიტები FYI Living -ის  ერთ-ერთ  გამოცემაში.

კვლევის მონაწილეებს, რომლებიც  ყოველდღე ლუდის ზომიერ რაოდენობას მოიხმარდნენ, ერთი თვის შემდეგ  სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL), ანუ ჯანსაღი ქოლესტერინის უფრო მეტი შემცველობა აღმოაჩნდათ. საინტერესოა, რომ ეს ეფექტი  ქალებში უფრო მეტად აღინიშნებოდა, ვიდრე მამაკაცებში.

მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინები (HDL) მოქმედებენ როგორც ქოლესტერინის შთანმთქმელები სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ამცირებენ დაბალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის (LDL – „ცუდი“ ქოლესტერინი) სიჭარბეს. სასურველია, რომ მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინის (HDL) შემცველობა 60 მგ/დლ–ს აღემატებოდეს, რაც განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემცირებულ რისკს.

როგორ ზრდის ლუდი მაღალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის (HDL) შემცველობას

ამერიკის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაციის (AHA) რეკომენდაციაა, რომ ქალებმა დღეში  ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი  მიიღონ, მამაკაცებმა კი – ორი. ამ  კვლევაში ქალი მონაწილეები  დღეში 1 ჭიქა ალკოჰოლს  მოიხმარდნენ, მამაკაცები – ორ ჭიქას. თუმცა, ამერიკის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაცია (AHA) იმასაც გვირჩევს, თუ არ ვსვამთ, უკეთესია არც დავიწყოთ. ალკოჰოლის მაღალი მოხმარება რეალურად უკავშირდება დაბალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის დაგროვებას, ამიტომ უმჯობესია, თუ არ მოხდება მისი წარმოქმნის ხელშეწყობა.

სხვაგვარად როგორ შემიძლია ავამაღლო ჩემი მაღალი სიმკვრივის მქონე ქოლესტერინის (HDL) შემცველობა?

ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი წონის შენარჩუნებით;

 რეგულარული ვარჯიშით;

კვების რაციონში ომეგა-3 ცხიმების ჩართვით, როგორებიცაა: თევზი, სელი და ნიგოზი;

ტრანსცხიმოვანი მჟავების ამოღებით კვების რაციონიდან;

ხსნადი ბოჭკოს მიღებით, როგორებიცაა: შვრია, პარკოსნები, ბრიუსელის კომბოსტო და მსხალი.

მაშ, გაუმარჯოს ცივი ლუდის ყინულოვან კათხას!

სვიის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გენის აღმოჩენა ლუდის ახალი სახეობების შექმნას შეუწყობს ხელს

“იაპონიის ქალაქ კიოდოს მეცნიერთა ჯგუფმა გამოყო გენი, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს და პასუხიმგებელია სვიის გემოს ფორმირებაზე,” – იუწყებოდა იაპონური მედია.

ექსპერტთა განმარტებით, ეს აღმოჩენა ლუდის ახალი ტიპების შექმნის პროცესში ახალ შესაძლებლობებს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ იაპონელმა ქიმიკოსებმა გამოავლინეს ლინალულის წარმოქმნაზე პასუხიმგებელი გენი. ეს სვიის შემადგენლობაში შემავალი აუცილებელი ზეთია, რომელიც გავლენას ახდენს ლუდის არომატზე.

დღესდღეობით, ხარისხიანი სვიის მრავალფეროვნების შექნა საჭირო მახასიათებლებით, ხშირშემთხვევაში 10 წელს მოითხოვს. ეს ბოლოდროინდელი აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ ეს პეროცესი. შესაბამისად, მწარმოებლებს კი მიეცემათ საშუალება შექმნან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის ახალი სახეობები.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს სვია გამოიყენება ლუდის წარმოებაში, უფრო მეტიც, მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან ის ლუდს სპეციფიკურ გემოსა და არომატს აძლევს. ევროპელები კი სვიას IX საუკუნიდან პურის წარმოებშიც იყენებდნენ.