“Efes საქართველომ” 2010 წელს საქართველოში 16 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

“Efes საქართველომ” 2010 წელს საქართველოში 16 მილიონი დოლარის ინვესტიციები განახორციელა. შეგახსენებთ, რომ  კომპანიის მიერ განხორციელებულმა თანხების მოცულობამ 2008-2009 წელს  15 მილიონი დოლარი შეადგინა.

როგორც კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ნიკოლაიშვილი განმარტავს აღნიშნული ინვესტიციები კომპანიამ წარმოების განვითარებასა და საწარმოო სიმძლავრის გაზრდაზე დახარჯა, ასევე  ინვესტიცია მიმართა კადრების გადამზადებაზე.

“Efes საქართველო” 2011 წელს საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას გეგმავს. 2010 წელს წინა წელთან შედარებით  კომპანიის გაყიდვები ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორში 30 პროცენტით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ “ნატახტარის” წილი ადგილობრივი ლუდის  ბაზარზე 61 პროცენტს აღემატება.

Leave a comment